Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური კონფერენცია

კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-10-04

2017 წლის 3–4 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყნის 90-ზე მეტმა პარლამენტარმა, ადგილობრივმა ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ კონფერენციაში მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში.

 

შეხვედრაზე განხილული იყო ქალთა უფლებებთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე პრობლემები და ცხოვრების ყველა სფეროში ქალთა უფრო სრული მონაწილეობისთვის საჭირო გზები.

 

ორგანიზატორთა განცხადებით, კონფერენციაზე მოხვდება კონკრეტული ზომების წარდგენა, რომელიც გააძლიერებს პარლამენტების მგრძნობელობას გენდერულ საკითხებზე.


გარკვეული პროგრესის მიუხედავად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები კვლავაც აქტუალურია. რეგიონების პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობა საშუალოდ არ აღემატება 20% -ს, ადგილობრივ ხელისუფლებაში კი – 15%-ს. ამ ინდიკატორების მნიშვნელოვანი ზრდა პრიორიტეტული უნდა იყოს რეგიონების ქვეყნებისათვის და წინაპირობა გახდეს 2030 წლამდე გლობალური დღის წესრიგის განხორციელებისათვის.

კონფერენციაზე დაგეგმილია ახალი გეგმებისა და ერთობლივი წინადადებების შემუშავება, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ და გენდერული თანასწორობის წახალისებისკენ იქნება მიმართული რეგიონში.


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით: პარლამენტის დეპუტატები– თინითინ ბოკუჩავა და დიმიტრი ცქიტიშვილი; გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში – მაკა მეშველიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი– ელენე რუსეცკაია.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური კონფერენცია ორგანიზებულია ეუთო-ს/ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, UNDP- ის და მოლდავეთში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით.

ტეგები: აღმოსავლეთ ევროპა ცენტრალური აზია პარლამენტარი ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker