Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

700 მილიონი გაყიდული გოგონა - რატომ არის მნიშვნელოვანი 11 ოქტომბერი

კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-10-11

ყოველი წლის 11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.


 

გოგონების დღე  გაეროს მიერ 2011 წელს დაწესდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ყურადღების გამახვილება ადრეული ან ბავშვთა ქორწინების პრობლემაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა განვითარებად ქვეყნებში.

 

მსოფლიოში ყოველ 7 წამში ერთხელ, მინიმუმ ერთ 15 წლამდე გოგოს აიძულებენ დაქორწინდეს ზრდასრულ კაცზე - ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა 2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ  - Save the children. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით ასეთი ქორწინებების 20% 12 წლამდე გოგონებში ხდება.

 

 

ნიგერია, სომალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი, ავღანეთი, პაკისტანი, იემენი და კიდევ ათზე მეტი ქვეყნა ბავშვთა ქორწინების რიცხვით მსოფლიო ლიდერები არიან. სიღარიბით და კონფლიქტებით განადგურებულ ქვეყნებში ასეთი ქორწინების მეშვეობით მშობლებმა შეიძლება რამდენიმე ათასი დოლარი მიიღონ, თუმცა ხშირად "გამოსასყიდი" შემოიფარგლება მხოლოდ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერით.

 

 

როგორ არის ორგანიზებული "პატარძლით ვაჭრობა" განვითარებად ქვეყნებში, რა ღირს და რა არის ბავშვობის ფასი, აქვთ თუ არა შანსი გოგონებს გადარჩენენ ამ სიტუაციაში?

 

8  წლის პატარძალი

 

 

 

2017 წლის მარტში, ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინცია  სამანგანში, შედგა განქორწინება 40 წლის ნასრულასა და რვა წლის იასმინას შორის. ფორმალურად, ეს ქორწინება დაკანონებული იყო ადგილობრივი მოლას მიერ. ქორწინების ინიციატორი კი გოგოს მამა იყო, დედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ. ადგილობრივი მოხელეების განცხადებით, მოლა იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, რადგან გოგოს არ ჰქონოდა სამართლებრივი საფუძველი მამის სახლში ეცხოვრა. გოგოს 40 წლის მეუღლეს ამ დროისთვის უკვე მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავდა. მოლა და იასმინის ქმარი დააკავეს და მათ წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა. გოგონაზე მეურვეობა დეიდას დააკისრეს. თუმცა, ეს არის საკმაოდ იშვიათი შემთხვევა. ადგილობრივი ტრადიციები და საზოგადოებრივი აზრი ხშირად კაცების მხარესაა.

გოგონებს არ აქვთ მშობლების დახმარების იმედი, რადგან ასეთი ქორწილები ხშირად განიხილება, როგორც ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.


სასწაულის იმედი

2014 წელს კიდევ ერთი ავღანელი გოგონა, ნაგმა, ძლივს გადაურჩა ქორწინებას 6 წლის ასაკში. როგორც იასმინას შემთხვევაში, ნაგმას მამამ "გაყიდა" სხვა ოჯახს მიყიდა, რათა დაეფარა ვალი, რომელიც 2.5 ათასს დოლარს შეადგენდა. გოგოს დედა ავად გახდა და მამა იძულებული იყო მკურნალობისათვის ფული ესესხა. როდესაც მიხვდა, რომ ვერ გადაიხდიდა ვალებს, დათანხმდა, მიეყიდა 6 წლის გოგო თავის კრედიტორის 19 წლის შვილზე. 

ნაგმა მოულოდნელმა შემთხვევამ გადაარჩინა. ამ ქორწინების შესახებ ამერიკელმა ადვოკატმა გაიგო, რომელიც ავღანეთში ქალთა უფლებებით იყო დაინტერესებული. მან ეს  საკითხი უხუცესთა საბჭოზე დააყენა, სადაც განქორწინების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამავდროულად, დავალიანების მთლიანი თანხა გადაირიცხა კრედიტორის ანგარიშზე.


 

ქორწინება ფოტოსურათის მეშვეობით


 

ტაჯიკეთში, მხოლოდ 2016 წლის იანვარში იყო დაფიქსირებული ადრეული ქორწინების 800 შემთხვევა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაც კი იტყობინებოდა. გოგონები ქორწინების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოყავთ სკოლებიდან და ხშირად იყენებენ მათ, როგორც მოსამსახურეებს სახლში.

ტაჯიკეთისთვის ერთ-ერთი დამახასიეთებელი არის ის, რომ ასეთი ტიპის ქორწინება ხშირად ფოტოსურათის მეშვეობით ხდება, რომელსაც პატარძლის ნათესავებს ანახებენ. თუ პატარძალს გაუმართლა და მან ქორწილამდე ნახა საქმროს სურათი - არსებობს დიდი შანსი, რომ ცერემონიაზე მის წინ სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდეს.

 

 

 

ათი წლის განქორწინებული გოგო

 

 

 

ზოგჯერ გოგონები თვითონ ეწინააღმდეგებიან სხვის გადაწვეტილებებს. ათი წლის ნაჯუდი იემენიდან, ოჯახმა 30 წლის კაცზე დააქორწინა.  ქორწინება 2008 წელს მოხდა. მისი თქმით, ქორწილის შემდეგ ქმარმა მოითხოვა, რომ გოგონას თავი დაენებებინა სკოლისათვის, შემდეგ კი მისი სასტიკი ცემა დაიწყო. ქორწინებამდე, ნაჯუდმა გაიგო, რომ განქორწინება სასამართლოში ხდება. როდესაც ქმრის ოჯახში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, სახლიდან გაიპარა და სასამართლოში წავიდა.

ნაჯუდი პირველი გოგონაა რომელმაც ოფიციალური განქორწინება მოახერხა და გახდა ვარსკვლავი.  ამერიკულმა ჟურნალმა გლამურმა 2008 წელს ის "წლის ქალად" აღიარა.  მან მოიარა ევროპა და აშშ–ი, გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია სახელწოდებით "ჩემი სახელია ნაჯუდი, 10 წლის და განქორწინებული ."

 

წიგნი დასავლეთის ქვეყნებში ბესტსელერი გახდა თუმცა, თავად ნაჯუდი ამბობს, რომ წიგნი უფრო მეტად არაბულ ქვეყნებში უნდა იყოს გავრცელებული.  2014 წელს, ნაჯუდი მეორედ გათხოვდა, ამჯერად თავისი არჩევანის მიხედვით და 2017 წელს ამ ქორწინებაში მას ორი შვილი შეეძინა.


 

 

 

ადრეული ქორწინების ფასი

ფასი, რომელსაც მშობლები აფასებენ მათი შვილების ბავშვობას, როგორც წესი  მცირეა. ინდოეთში 2016 წელს 14 წლის გოგონასთან ქორწინებისთვის, 60 წლის კაცმა 25 ათასი რუპია (დაახლოებით 940 ლარი) გადაიხადა. 2016 წლის აგვისტოში ავღანეთში 6 წლის გოგონა "გაიყიდა" თხის, ბრინჯის, ჩაის, შაქრისა და კარაქის სანაცვლოდ. ავღანეთში 2016 წლის ზაფხულში კიდევ ერთი 6 წლის გოგონა სასულიერო პირზე გაყიდეს, როგორც "რელიგიური შესაწირი“.

უკანასკნელ ორ შემთხვევაში, ქორწინების ფაქტის გამოვლენის შემდეგ დააპატიმრეს როგორც მამები ასევე ქმრებიც. 2016 წელს, 13 წლის გოგონა დააქორწინეს 36 წლის ყრუ და მუნჯ კაცზე მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისს შეეძლო მოეყვანა თავისი შვილის საქმროს და მეორე ცოლად.

 

 

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი არის გამოვლენილი შემთხვევა, რომელიც განქორწინებით დამთავრდა, თუმცა სამწუხაროდ მილიონობით სხვა შემთხვევა ამ შედეგით არ სრულდება.

 

ორგანიზაციის Girls not Brides ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 700 მილიონი ქალია, რომლებიც დაქორწინდნენ ადრეულ ასაკში. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 1.2 მილიარდს მიაღწევს.

 

 

 

 

 

 

 

 


 

ტეგები: გოგონების საერთაშორისო დღე ბავშვთა ქორწინება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker