კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-11-16
გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიის მაიორი, სეიტებატსო ბლოკი გახდა პირველი ქალი, რომელმაც უჩვეულო ჯილდო მიიღო- კონფლიქტის ზონაში ქალთა უფლებების დაცვისათვის. ჯილდო მას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-პიერ ლაკრუამ და კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ გადასცეს.
მაიორი ბლოკი დაჯილდოვდა კონგოში SMS-ს კამპანიის ორგანიზებისათვის, რომელიც შორეულ რაიონებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ კამპანიის მეშვეობით ქვეყანაში უკვე მრავალი მსხვერპლის გადარჩენა მოხერხდა.

ჯილდო აღიარებს ცალკეული სამშვიდობოების ძალისხმევას, რომელიც ხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის პრინციპების ხელშეწყობისათვის.
დაჯილდოვება გაიმართა გაეროს სამშვიდობო ძალების (UNPKDM) თავდაცვის მინისტრების კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა კანადაში, ვანკუვერში.
|