კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-11-17
საფრანგეთის მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც 13 წლის ასაკიდან სექსუალური თანხმობის შემთხვევაში, ურთიერთობა დასჯადი აღარ იქნება.
გაუპატიურების ბრალის წარდგენა საფრანგეთში მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ პროკურორები დაამტკიცებენ, რომ სქესობრივი კავშირი ორმხრივი თანხმობის გარეშე მოხდა.
საფრანგეთში ასეთი ზომის მიღება განაპირობა, პედოფილიის რამდენიმე შემთხვევამ, როდესაც სასამართლოში თავდამსხმელების ბრალი ვერ დამტკიცდა. საფრანგეთის სასამართლომ ორჯერ ვერ გაასამართლა მამაკაცები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 11 წლის გოგონებთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში.
საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრის მარლენ შიაპას განცხადებით, მთავრობა განიხილავს იმ ასაკის ზღავს, რომლის ქვევითაც სქესობრივი კავშირი ავტომატურად სერიოზულ დანაშაულად ჩაითვლება.

კანონპროექტის შემუშავება საზოგადოების უნდობლობის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
აქტივისტებმა პარიზის ცენტრში საპროტესტო აქციაც კი გამართეს და აცხადებდნენ, რომ "სექსუალური თანხმობის" ასაკი 15 წლით უნდა განისაზღვროს და ეს ასაკი უცვლელი უნდა დარჩეს კანონში.

ამ დროისთვის საფრანგეთში თანხმობის ასაკი 15 წელია.
კანონპროექტი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ არის მიმართული საფრანგეთში.
ბრიტანეთში სექსუალური თანხმობის ასაკი 16 წელიაა, მაგრამ 13 წლამდე ბავშვები დამატებითი სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ, რომლის მიხედვით მათ არ შეუძლიათ განაცხადონ თანხმობა სექსუალურ აქტივობაზე.
სხვა ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და პორტუგალია, სექსუალური თანხმობის ასაკი 14 წელია. აშშ-ში კი სექსუალური თანხმობის ასაკი 16-დან 18 წლამდე მერყეობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს 15 და 16 წლამდე ან უფრო მცირე ასაკის არასრულწლოვანთან სქესობრივ ურთიერთობაზე (137–ე, 138–ე მუხლები), როგორც ძალადობით, მოტყუებით, ან წინასწარ შეცნობით (140-ე მუხლი); ასევე ნებაყოფლობითაც (141-ე მუხლი). ამით, სექსუალური ურთიერთობის თავისუფლება, გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული.
|