Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

თერჯოლის საკრებულოს ქალი თავმჯდომარე ჰყავს

Категория: Гендерная политика 
2017-11-21

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.


სხდომაზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარედ პროპორციული სიის პირველი ნომერი, ნინო ჯანელიძე დასახელდა და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

 

„მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ კოლეგებო, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისათვის. ჩვენ გვექნება ახლო და მუდმივი კომუნიკაცია მათთან და არ განვიხილავთ მხოლოდ ამომრჩევლის განზომილებით, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ახსენდებათ ხოლმე. მივესალმები, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, მათთან გვექნება კონსტრუქციული და კორექტული ურთიერთობა. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება ღია და საჯარო. ჩვენ დავამკვიდრებთ ურთიერთობის და საქმის კეთების ახალ სტანდარტს. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო მესამე მოწვევის საკრებულოს გაწეული მუშაობისა და თანამშრომლობისათვის“- განაცხადა ნინო ჯანელიძემ.


საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მოადგილის კანდიდატურად ნოდარ ფანჩულიძე დაასახელა, წარმოდგენილი კანდიდატურა, ფარული კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით იქნა მხარდაჭერილი.

 

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის 35-წევრიან საკრებულოში 29 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, 4- „ევროპული საქართველოს“, 1- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ , 1- „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი იქნება.

 

2017 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს დეპუტატი მხოლოდ 277 ქალი გახდა. 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების  გენდერული ანალიზი „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის“  მოამზადა. 


Тэги: ნინო ჯანელიძე საკრებულო თერჯოლის მუნიციპალიტეტი

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker