კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-11-22
ევრობარომეტრის (Eurobarometer) მიერ გამოქვეყნებულ ახალ გამოკითხვაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კვლავ არ არის მიღწეული გენდერული თანასწორობა.
ევროკომისია კონკრეტულ ღონისძიებებს და ორწლიან "სამოქმედო გეგმას" განახორციელებს, რომლის ფარგლებში უნდა შემცირდეს კაცებსა და ქალებს შორის ხელფასებში სხვაობა. ეს უნდა განხორციელდეს ევროკომისიის 2019 წლის მანდატის დასრულებამდე.
ევროკავშირში ქალები კაცებთან შედარებით საშუალოდ 16.3% ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობენ და ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებისათვის 8 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალების თანაბარი უფლებები სამუშაო ადგილზე. ერთ - ერთი წინადადება კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი ანაზღაურება.
ამავე დროს, ევრობარომეტრის გამოკითხვის შესაბამისად, ევროპელების 90%-ს მიუღებლად მიაჩნია, რომ ქალები კაცებთან შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობდნენ ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებისათვის.
განცხადებები გაკეთდა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ქალთა უფლებებს მიეძღვნა. |