კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-12-04
ბრაზილიის ყოფილმა სენატორმა და გარემოს დაცვის მინისტრმა მარინა სილვამ განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 59 წლის მარინა სილვა ოპოზიციური მწვანეთა პარტიის ლიდერია.
სილვა ქვეყნის დასავლეთით, ამაზონის რაიონში დაიბადა. ის გახდა ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სენატორი, პრეზიდენტ ლულა დე სილვას მთავრობაში კი ეკოლოგიის მინისტრი იყო (2003-2008).
მას ბრაზილიაში ახალგაზრდა ამომრჩევლები უჭერენ მხარს. ახალგაზრდებში ძალიან პოპულარურია სილვას გარემოს დაცვის პოლიტიკა და ტყეების გაჩეხვასთან ბრძოლის გეგმა.
მარინა სილვამ მიიღო მონაწილეობა ორ წინა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2014 წელს ის დამარცხდა დილმა რუსიფთან ბრძოლაში.
2014 წლის დასაწყისში ბრაზილიის პროკურატურამ და პოლიციამ ჩაატარა უპრეცედენტო კამპანია, რომელმაც კორუფციის მაღალი დონე გამოავლინა ხელისუფლების ყველა დონეზე. გარდა მარინა სილვას პარტიის, სკანდალში ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია იყო გახვეული.
|