კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-12-06
უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობას ჯარში. კანონპროექტს 230 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონში "სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით ქალები და კაცები სამხედრო სამსახურს თანაბარ პირობებში გაივლიან. აღსანიშნავია, რომ ეს ეხება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს, თანამდებობებზე დანიშვნას, სამხედრო წოდებების მიღებას, სამხედრო სამსახურის ამოცანების შესრულებას, მივლინებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, სამხედრო დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას, სამხედრო რეზერვში გადაყვანას, რეზერვში სამხედრო მოვალეობის შესრულებას და ასე შემდეგ.
ქალები შეძლებენ მაღალი წოდებების მიღებას, 40 წლის შემდეგ ხელშეკრულებების გაფორმებას, სპეციალურ ოპერაციებში მონაწილეობასა და სამხედრო წვრთნების გავლას.
|
 |