კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-12-06
ჟურნალმა Time-მა "წლის ადამიანის სტატუსი" Silence
Breakers-ებს მიანიჭია - ქალებს, რომლებმაც დუმილი დაარღვიეს და სექსუალური
შევიწროების შესახებ განაცხადეს. მათ შორისაა მსახიობი ეშლი ჯადი, როუზ მაკგოუენი,
მომღერალი ტეილორ სვიფტი და კომპანია Uber-ის ექსინჟინერი სიუზან ფაულერი.
წელს მოძრაობა Me Too გამოჩნდა, რომლის წევრები
სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ისტორიებს ჰყვებიან. ის ცნობილი პროდიუსერის
ჰარვი ვაინშტეინის სექ-სკანდალის შემდეგ დაფუძნდა.

ჟურნალ Time-ი 1927 წლიდან ატარებს გამოკითხვას
„წლის ადამიანის“ გამოსავლენად. 5 დეკემბერს, ონლაინ-გამოკითხვის მიხედვით საუდის
არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდიმ გაიმარჯვა, ხოლო მოძრაობა Me too
მეორე ადგილზე გავიდა.
|