კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-12-07
ავსტრალიის პარლამენტმა, აბსოლუტური უმრავლესობით, დაამტკიცა კანონპროექტი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. კანონი რამოდენიმე დღეში უნდა იყოს რატიფიცირებული. ამის შემდეგ, ახალი რეგულაციები ძალაში 28 დღეში შევა.
"ეს სიყვარულის, ღირსებისა და პატივისცემის დღეა! ავსტრალიამ ეს გააკეთა! "- განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნოემბერში ჩატარებულ რეფერენდუმზე, ავსტრალიის მოსახლეობის 62%-ა, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას დაუჭირა მხარე.
"ქორწინება ყველას" ამ ლოზუნგით დაწყებული მოძრაობა და კანონპროექტი კანონიერად ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო.
ახალი რეგულაციების თანახმად, ლგბტ თემის წევრები ჰეტეროსექსუალი წყვილების მსგავსი უფლებებით ისარგებლებენ, როდესაც საქმე სამოქალაქო ქორწინებას შეეხება.
ლგბტ თემის წარმომადგენლებს ავსტრალიაში მანამდეც ჰქონდათ ქორწინების უფლება, თუმცა, ისინი რეგისტრირდებოდნენ, როგორც "ერთსქესიანი პარტნიორები". ასეთი კავშირები ჰეტეროსექსუალურ ქორწინებასთან შედარებით, ნაკლები უფლებების მქონე იყო.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობების ამ ფორმებს შორის განსხვავება ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და დისკრიმინაციული ხასიათისაა.

ავსტრალია მსოფლიოში 26-ე ქვეყანაა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. |