კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-12-12
მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად Guardian- ისთვის სტატია დაწერა. მასალა გამოქვეყნდა სათაურით "რატომ უნდა დაიცვას ნატომ ქალთა უფლებები?" და ეხება მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას.
ავტორების განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად გამოიყენება საომარ ტაქტიკად მრავალრიცხოვან კონფლიქტებში. "მიუხედავათ საერთაშორისო სამართლის არსებობისა, სექსუალური ძალადობა კვლავ გამოიყენება საომარ ტაქტიკად მრავალრიცხოვან კონფლიქტებში მიანმიდან უკრაინამდე და სირიიდან სომალიმდე. ამ სტრატეგიის ფორმებია: მასობრივი გაუპატიურება, სექსუალური მონობა, ქალების წამება, ეთნიკური წმენდა და ტერორიზმი", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის გამო იყო ქალი კონფლიქტის ზონაში გახდა უფრო სახიფათო, ვიდრე იყო ჯარისკაცი. "გენდერული ძალადობის შეჩერება მშვიდობისა და უსაფრთხოების სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, ისევე როგორც სოციალური სამართლიანობა", - განაცხადა ჯოლიმ და სტოლტენბერგმა.
„70 წლის განმავლობაში ნატო მოქმედებდა, როგორც სამხედრო მუქარისგან, დემოკრატიის, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დამცველი. ჩვენ ვთვლით, რომ ნატომ უნდა აიღოს ვალდებულებები და გახდეს ქალთა უფლებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცველი. კაცობრიობის სირცხვილი არის ის, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მშვიდობის თუ ომის დროს, განიხილება უმნიშვნელო დანაშაულად. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამის შევცვალას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ყველასთვის, როგორც მამაკაცებისათვის ასევე ქალებისათვის. და რაც მთავარია ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს მომავალი თაობებისათვის.“- წერენ თავის სტატიაში ჯოლი და სტოლტენბერგი.
სტატიის ავტორებმა დააანონსეს ერთობლივი მუშაობის დაწყების შესახებ. უახლოეს თვეებში დაგეგმილია "განისაზღვროს, თუ როგორ შეუძლია ნატოს გააძლიეროს თავისი მუშაობა ქალების დაცვის მიმართულებით".
|
 |