კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-12-18
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა დომინიკ მინერი საუდის არაბეთში ახალ ელჩად დაამტკიცა.
ამდენად, ბელგია იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის დიპლომატიური წარმომადგენელი ერ-რიადში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქალი იქნება. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ქალი ელჩი ასევე ირანში გაგზავნოს.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქალი ელჩის დანიშვნით „სიგნალს“ უგზავნის საუდის არაბეთს. დომინიკ მინერი თავის პოსტს 2018 წლის ზაფხულში დაიკავებს. ამჟამად ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩია.
|