კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2017-12-22
უკრაინაში გააუქმეს ჯანდაცვის სამინისტროს №256 ბრძანება, რომელიც პროფესიის არჩევისას ზღუდავდა ქალთა უფლებებს და ქალებისათვის 450 სპეციალობაზე აკრძალვებს აწესებდა. ამის შესახებ უკრაინის დეპუტატმა ირინა სუსლოვამ თავის Facebook- ის გვერდზე დაწერა.
"გავიმარჯვეთ! ჯანდაცვის სამინისტრომ №256 სამარცხვინო ბრძანება გააუქმდა! მრავალთვიანი ბრძოლა, რომელიც აპრილში დაიწყო ფლეშმობით #ქალს ყველაფერი შეუძლია, წარმატებით დამთავრდა!" - აღნიშნა მან.
დეპუტატის განცხადებით, ამ ბრძანების გაუქმება უნდა გახდეს პირველი ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციასთან ბროლისათვის. მან ასევე აღნიშნა, რიმ ამას მოჰყვება ისეთი პრობლემების დარეგულირება, როგორიცაა გენდერული სეგრეგაცია დასაქმების დროს, სექსიზმი სამუშაო ადგილზე და უსაფთხო სამუშაო პირობების შექმნა.
|