კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-01-09
2017 წლის დეკემბერში თურქმენეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით ქალებს აეკრძალათ საჭესთან დაჯდომა. ამ აკრძალვის დარღვევის გამო, საგზაო პოლიციის თანამშრომლებს შეეძლოთ ქალებისათვის ჯარიმის გამოწერა.
2018 წლის იანვრიდან კი აკრძალვის დარღვევის გამო პოლიციის თანამშრომლები ქალებს მართვის მოწმობას ართმევენ, ავტომანქანები კი სადგომზე გადაჰყავთ.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ასეთი აკრძალვის აუცილებლობა თურქმენეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მონაცემებმა გამოიწვია, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ავარიების უმეტესობა ქალი მძღოლების გამო ან მათი მონაწილეობით ხდება. შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა "სიტუაციის გამოსწორება".
|