კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-01-17
რუმინეთის მთავრობას პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს. ევროდეპუტატი ვიორიკა დენჩილე ამ პოსტზე მმართველმა “სოციალ-დემოკრატიულმა” პარტიამ წარადგინა. მისი კანდიდატურა პრეზიდნეტმა უნდა დაამტკიცოს.
54 წლის დენჩილე “სოციალ-დემოკრატების” ლიდერ ლივიუ დრაგნეს უახლოესი მოკავშირეა. სწორედ დრაგნესთან კონფლიქტის გამო გადადგა რუმინეთის ყოფილი პრემიერი მიხაი ტუდოსი.
როგორც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იოან პაშკუ ამბობს, ვიორიკა დენჩილეს კანდიდატურას უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ და ამ მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იაოჰანესი ახალი პრემიერის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დღეს გამართავს. თუ დანჩილა მთავრობის მეთაურის პოსტს დაიკავებს, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფომირებისათვის მას 10 დღე ექნება.
|