კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-01-22
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წლისთავთან
დაკავშირებით მილიონობით ადამიანი გამოვიდა აშშ-ს 200 და კანადის სულ მცირე 38
ქალაქის ქუჩებში, რათა ცვლილებები მოითხოვონ. ასევე, აქციები ევროპის
ქალაქებშიც ჩატარდა.
ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციები ვაშინგტონში,
ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში გაიმართა. ასე ვაშინგტონის ქუჩებში დაახლოებით
ნახევარი მილიონი, ლოს ანჯელესში კი დაახლოებით 600,000 ადამიანი
გამოვიდა.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები ეხებოდა ისეთ
საკითხების მოგვარებას, როგორიცაა: ქალთა და ლგბტ თემის უფლებების დაცვა, რასობრივი
თანასწორობა, რელიგიის თავისუფლება და შრომითი უფლებები, ასევე საემიგრაციო
პოლიტიკისა და ამერიკის ჯანდაცვის რეფორმების საკითხებს.
კაცების მიერ ქალებზე სექსუალურმა ძალადობამ და
#MeToo კამპანიის წამოწყებამ, აქტივისტებს გადააწყვეტინა, რომ უფრო მეტი პოლიტიკური
და სოციალური ცვლილებები მოითხოვონ.

მსვლელობაში მრავალმა ცნობილმა ვარსკვლავმა მიიღო
მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ: კეტი პერი, ევა ლონგორია, კამერონ დიასი, ადელი,
ჯენიფერ ლოურენსი, ჯესიკა ალბა, ოლივია მანი, ნაომი კემპბელი, სკარლეტ იოჰანსონი,
ოლივია უაილდი, ეშტონ კეჩერი და მილა კუნისი, დრიუ ბერიმორი, ემა უოტსონი, ეშლი
გრემი, ნატალი პორტმანი და მრავალი სხვა.


ზოგიერთო მათგანი მომიტინგეებს სიტყვით
მიმართავდნენ.

ქალების მარშს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი. ტრამპა
თავის twitter-ში დაწერა, რომ ქალების მარშისთვის შაბათი შესანიშნავი
დღეა:
"არაჩვეულებრივი ამინდია ჩვენი დიდებული ქვეყნის
მასშტაბით, შესანიშნავი დღეა ქალების მარშისთვის. მოდით ვიზეიმოთ ისტორიული ეტაპი
და უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატება და სიმდიდრე, რომელიც ბოლო 12 თვის
განმავლობაში შეიქმნა. ქალების ყველაზე დაბალი უმუშევრობა 18 წლის
განმავლობაში!".
|