კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-01-22
წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტი 48 -ედ გაიმართება. სამიტი განსხვავდება იმით, რომ მისი ყველა თანათავმჯდომარე ამჯერად ქალები იქნებიან და ასეთი რამ პირველად მოხდება.
ფორუმის შვიდი თანათავმჯდომარე ქალი წარმოადგენს სხვადასხვა სფეროს - კერძო და საჯარო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფკავშირებს, აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სოციალურ მეწარმეობას.
ესენი არიან:
საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბიუროუ;

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი – ფაბიოლა ჯიანოტი;

კომპანია ENGIE Group- ის აღმასრულებელი დირექტორი იზაბელ ქოჰერი;

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი;

IBM- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ჯინი რომეტი

სოციალური მეწარმე, Deshi Mahila Bank-ის и ფონდ Mann Deshi Foundation დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჩეტნა სინხა;

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ექვს ქალ კოლეგასთან ერთად, 48-ვე დავოსის სამიტის ძირითადი თემებიც განსაზღვრა.
დავოსის შეხვედრის ფარგლებში სპეციალური სხდომა გაიმართება თემაზე, "დანაწევრებულ მსოფლიოში საერთო მომავლის შექმნა", რომლის განხილვებში დაახლოებით 110 ქვეყნის 3 ათასამდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
საერთოდ ფორუმს წელს რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური ლიდერი, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლი დაესწრება. ასე დავოსში წელს 70-ზე მეტი ქვეყნის 340 მაღალჩინოსანი ჩამოვა.
2000 წლის შემდეგ პირველად, დავოსში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავა.
წინასწარი ინფორმაციით, დიდი შვიდეულის ლიდერებიდან დავოსში მხოლოდ იაპონიის პრემიერ-მინისტრი არ ჩავა.
საქართველოს დელეგაციას უკვე მესამედ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
დავოსი მორიგ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მიმდინარე წლის 23-26 იანვარს უმასპინძლებს.
|