კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-01-24
ავსტრალიელ მსახიობს ქეით ბლანშეტს, მუსიკოსს ელტონ ჯონს და ბოლივუდის ვარსკვლავს შაჰრუხ ხანს დავოსის ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე ჯილდოები გადაეცათ.
ტრადიციის მიხედვით, გახსნის ცერემონიაზე Crystal Awards-ის ჯილდოები გაიცემა. პრემიებს ხელოვნების იმ მოღვაწეებს გადასცემენ, რომლებიც საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს ხელს უწყობენ.
შახრუჰ ხანი ინდოეთში ბავშვებისა და ქალების უფლებებს იცავს, ელტონ ჯონმა ჯილდო ქველმოქმედებისთვის მიიღო, რომელსაც შიდსთან ბრძოლაში ხარჯავს, ქეით ბლანშეტი კი 2016 წელს ლტოლვილების საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა.
 |