კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-01-24
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ფორუმზე სიტყვით კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის და სექსუალური შევიწროვების პრობლემებზე გაამახვილა.
„G7 ფარგლებში (დიდი შვიდეული), კანადა დიდ ყურადღებას დაუთმობს გენდერული უთანასწორობის შემცირებას მსოფლიოში“- განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს საკითხი "იქნება მთავარი პრიორიტეტი ყველა საქმეში, რასაც G7- ი 2018 წელს გააკეთებს".
"გენდერული თანასწორობა არის არა მხოლოდ სწორი, არამედ რაციონალურიც. კანადაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება და ეს მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია შრომის ბაზარზე უფრო მეტი ქალის გამოჩენით. გათვლების მიხედვით, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის შემთხვევაში 2026 წლისთვის კანადაში იქნება ეკონომიკის 150 მილიარდიანი ზრდა“- განაცხადა ტრუდომ.
"MeToo, TimesUp, Women's March-ის აქციები იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე სერიოზული დისკუსიების ჩატარება გვჭირდება. მაგალითად, ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსების მხრიდან სექსუალური შევიწროვება სისტემური პრობლემაა და ეს მიუღებელია. ჩვენ, როგორც ქვეყნის ლიდერებმა უნდა ვაღიაროთ ეს და იმის დემონსტრირება მოვახდინოთ, რომ მართლაც მოვიდა ქმედებების დრო", - განაცხადა ტრუდომ.
ტრუდომ ასევე მოუწოდა ქვეყნის ლიდერებს არ დაივიწყონ "ადამიანები, რომლებიც ახლა არ არიან დავოსში და არასდროს იქნებიან აქ."
"ამ ოთახში მყოფი ხალხი ძალიან პრივილეგირებულები ვართ. ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვიყენებთ ამ პრივილეგიებს. ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც მდიდრები იმალებიან თავიანთ დახურულ სივრცეებში იმ დროს, როცა ხალხი იბრძვის, ან ჩვენ გვინდა შევქმნათ სამყარო, რომელიც სამართლიანობის პრინციპეპს ეფუძნება", - დასძინა მან.
|