კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-01-26
ლიბერიაში, 18 წლამდე გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა, თუმცა ამ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იქნება მშობლების თანხმობის შევთხვევაში.
აკრძალვა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. კამპანიის მონაწილეები, რომლებიც მრავალი წელი ქვეყანაში ქალების წინადაცვეთის წინააღმდეგ გამოდიან, მოუწოდებენ ლიბერიის ახალ პრეზიდენტს ეს პრაქტიკა სრულად აკრძალოს, რადგან ქალების უმრავლესობა ამ ოპერაციაზე ნათესავების ზეწოლის გამო თანხმდებიან.
სტატისტიკის მიხედვით, ლიბერიის მოსახლეობა დაახლოებით 4.6 მილიონს შეადგენს და დაახლოებით 50% ქალს წინადაცვეთა აქვს გაკეთებული.
ბარბაროსული პროცედურა, როცა გოგონებს გენიტალიებს მთლიანად ან ნაწილობრივ აჭრიან გავრცელებულია 30 აფრიკულ ქვეყანაში.
|