კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-01-26
ტელეკომპანია BBC-ის 6 ვარსკვლავი ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ, მას შემდეგ რაც კორპორაცია ქალებისა და კაცებისთვის არათანაბარი გასამრჯელოს განაწილებისთვის ამხილეს.
ხელფასი შეუმცირდება რადიოგადაცემა Breakfast-ის წამყვანს ნიკი კემპბელს და ახალი ამბების ჟურნალისტებს ჯერემი ვაინს, ჯონ ჰამფრისს, ჰიუს ედვარდს, ნიკ რობინსონს და ჯონ სოპელს. ჯერჯერობით უცნობია რამდენ თანხაზეა საუბარი.
ყველაფრის მიზეზი 8 იანვარს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) ჩინეთის ბიუროს რედაქტორის, კერი გრეისის მიერ თანამდებობის დატოვება გახდა. მიზეზი, იმავე პოზიციაზე მყოფი კაცი თანამშრომლის, ბევრად მეტი ანაზღაურება იყო.
BBC-იმ გასული წლის ივლისში გამოაქვეყნა იმ თანამშრომლების სია, რომელთა წლიური ანაზღაურება 150 000 ფუნტ სტერლინგს (527 000 ლარი) აჭარბებს. ამ სიაში მყოფთა ორი მესამედი კი კაცი აღმოჩნდა. კერი გრეისის სახელი ამ სიაში არ ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ანაზღაურება ბევრად ნაკლებია, ვიდრე BBC-ის კაცი რედაქტორების.
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის გენდერული სახელფასო სხვაობა კომპანიაში სრულათ აღმოიფქვრება.
|