კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-01-31
ირანში, რამდენიმე ქალი თეირანის ქუჩებში გამოვიდა
და ჰიჯაბის სავალდებულო ტარება გააპროტესტა. ეს იყო პირველი მასობრივი აქცია
ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ 1979 წლის რევოლუციის
შემდეგ.
დეკემბერში ჰიჯაბის სავალდებულო ტარება მხოლოდ ერთმა
ქალმა გააპროტესტა. აქტივისტი, რომელმაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა 31 წლის
ვიდა მოვაჰედი გახდა.
27 დეკემბერს მოვაჰედმა თეირანის ერთ-ერთ გამზირზე
ჰიჯაბი დროშასავით ააფრიალა. ამ აქციის ფოტოები და ვიდეოები ფართოდ გავრცელდა
სოციალურ ქსელებში.
ვიდა მოვაჰედის განთავისუფლების შემდეგ აქცია
განმეორდა და მისი მონაწილე უკვე სულ მცირე სამი ქალი გახდა. მათი ფოტოები
ჰაშტაგით, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც "გოგონები ენგელაბის ქუჩიდან" ფართოდ
გავრცელდა Twitter-ზე.
პოლიციამ ასევე დააპატიმრა აქციის მონაწილეები.
მალევე, ქალების მხარდასაჭერად ქალაქის მაცხოვრებლებმა აქციის ადგილზე ყვავილები
მიიტანეს. შეგახსენებთ, რომ 1979 წლიდან ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში
ქალის დაუმორჩილებლობის ნებისმიერი მცდელობა ან საზოგადოებაში ჰიჯაბის გარეშე
გამოჩენა კანონით ისჯება.
2014 წელს ცნობილმა ირანელმა ჟურნალისტმა და
ფემინისტმა მასიჰ ალინეჯადმა, შექმნა Facebook - ზე ფემინისტური გვერდი „ჩემი
ფარული თავისუფლება“ (#stealthfreedom ან #mystealthyfreedom), რომელზეც მუსლიმი
ქალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიჯაბის სავალდებულო ტარებას, აგზავნიან მათ
ფოტოებს ჰიჯაბის გარეშე. გვერდის შექმნის შემდეგ მას უკვე ერთ მილიონზე მეტი
მომხმარებელი ჰყავს.
|