კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-02-05
2018 წლის 1 მარტიდან, ომანში, ქალები ტაქსის მართვას შეძლებენ. მანამდე, ტაქსის მძღოლები ქვეყანაში მხოლოდ კაცები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"ამით ომანის მთავრობა ცდილობს გაათანაბროს ქალთა და კაცთა შრომოთი უფლებები", - ნათქვამია სამეფო პოლიციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილები, რომლის მძღოლებიც ქალები იქნებიან, განსხვავებული ფერის -ვარდისფერი ან ლურჯი იქნება. ომანში ტაქსები ტრადიციულად ნარინჯის და თეთრი ფერისაა. |