კატეგორია: ეს საინტერესოა 2018-02-05
1910 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიტანეს ადრესატის სახელის გარეშე, უბრალო ქაღალდში გახვეული ამანათი, რომელზეც იყო მხოლოდ წარწერა: "ბიბლიოთეკარს". მაშინ ამანათი არ გახსნეს და ის ხელუხლებლად 100 წელზე მეტი იდო ბიბლიოთეკაში.
მხოლოდ 2016 წელს ამანათი კვლავ იპოვეს, გახსნეს და მასში აღმოაჩინეს XX საუკუნის სუფრაჟისტული მოძრაობის ყველაზე დიდი პოსტერების კოლექცია.
როგორც შემდგომში გაირკვა, პოსტერები გამოაგზავნა იმ დროის სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერმა, მერიონ ფილიპსმა, რომელიც 1929 წელს ბრიტანეთის პარლამენტის წევრი გახდა ლეიბორისტული პარტიიდან.
2018 წლის მარტში კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნება ამ პოსტერების გამოფენა, რომელიც მიეძღვნება ბრიტანეთში სახალხო წარმომადგენლობის აქტის 100 წლისთავს. ამ დოკუმენტის თანახმად პირველად ქვეყანაში 30 წლის ქალებს ხმის უფლება მიეცად.
პოსტერები ნათლად გვიჩვენებენ, თუ რას გრძნობდნენ ისინი, ვინც მე - XX საუკუნის დასაწყისში თანასწორობისთვის იბრძოდა და რა სირთულეები უნდა გადაელახა მათ:
|