კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-02-07
გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნავენ The Representation of the People Act-ის გამოქვეყნების ასწლეულს, რომელმაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. თუმცა, სუფრაჟისტების რეაბილიტაციის საკითხი, რომლებიც იბრძოდნენ ამ უფლების მოსაპოვებლად და ამისთვის ისჯებოდნენ, ბრიტანეთში ღიად რჩება.
1918 წლის 6 თებერვალს ბრიტანეთში The Representation of the People Act-ი მიიღეს, რომელმაც 30 წლის ქალებს ხმის უფლებას აძლევდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ლონდონში, ტრაფალგარდის მოედანზე გამოჩენილი სუფრაჟისტების ფიგურები იყო გამოფენილი.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ასევე დაიწყო კამპანია, რომლის მიზანია გადაიხედოს ის ბრალდებები, რომელიც სუფრაჟისტებს მაშინდელმა მთავრობამ წაუყენა და მოხდეს მოძრაობის ათასობით დაპატიმრებული წევრების სრული რეაბილიტაცია.
კერძოდ, ამ სიაშია არიან მოძრაობის ისეთი ლიდერები, როგორიცაა ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელი, ემელინ პანკჰერსტი, ემილი დევიდსონი და ფლორა დრამონდი.
შოტლანდიელმა ლიდერმა, რუთ დევიდსონმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს კამპანიას, რადგან "ეს ქალები არასწორი კანონის გამოსწორებისთვის იბრძოდნენ“.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რადმა განაცხადა, რომ ის განიხილავს სუფრაჟისტების რეაბილიტაციის საკითხს, თუმცა დასძინა, რომ ეს რთული პროცესი იქნება.
"სუფრაჟისტები ფიქრობდნენ, რომ ხმის მიცემის უფლება ქალებისთვის საკმარისი იქნებოდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად ", - განაცხადა ტრაფალგარდის მოედანზე ლონდონის მერმა სადიკ ხანმა.
"მაგრამ ცუდი ამბავი ისაა, რომ ასი წლის შემდეგ გენდერული უთანასწორობა ჯერ კიდევ ჩვენი რეალობაა... ასე რომ, ყველა ჩვენგანმა, უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა", - განაცხადა მან.
|