კატეგორია: ეს საინტერესოა 2018-02-07
ჰოლივუდის რეჟისორი კვენტინ ტარანტინო კრიტიკის საგანი გახდა თავისი განცხადების გამო, რომელიც 15 წლის წინ გააკეთა.
გამომცემლობამ Jezebel-ა გამოაქვეყნა კვენტინ ტარანტინოს 2003 წლის რადიოინტერვიუ, რომელიც მან ჰოვარდ სტერნს და რობინ კვირსს მისცა.
აუდიუჩანაწერში წამყვანი რეჟისორს კითხვას უსვამს პოლანსკის ამბავზე, რომელმაც 1977 წელს 13 წლის გოგოს ალკოჰოლი მიაღებინა, ნარკოტიკებით გააბრუა და გააუპატიურა.
წამყვანის კითხვას ტარანტინო პასუხობს და ამბობს, რომ პოლანსკის არ გაუუპატიურებია 13 წლის გოგო. უბრალოდ, მას სექსი ჰქონდა არასრულწლოვანთან.
"პოლანსკის სექსი ჰქონდა არასრულწლოვანთან, ეს არაა გაუპატიურება. გაუპატიურება კრიმინალია, პოლანსკის კი კრიმინალთან საერთო არ აქვს. გოგოს თავად სურდა ეს და უფროს კაცს ხვდებოდა", - ამბობს ჩანაწერში ტარანტინო.
როდესაც წამყვანი უმეორებს, რომ გოგო მხოლოდ 13 წლის იყო, ტარანტინო ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ყველა აქცენტს აკეთებს ამერიკელების მორალზე, მაშინ როდესაც მისი აზრით ევროპელებისა და სხვა ქვეყნების მორალში 13 წლის გოგოსთან სექსი ჩვეულებრივი ამბავია, შემდეგ კი გამუდმებით იმეორებს, რომ პოლანსკისთან სექსი გოგოს თავად უნდოდა და რეჟისორს მისთვის არაფერი დაუძალებია.
1977 წელს პოლანსკი დაადანაშაულეს 13 წლის მოდელის სამანტა გეიმერის გაუპატიურებაში. ამერიკულმა სასამართლომ მას 50 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 1978 წელს გამოძიებასთან გარიგების და დანაშაულის აღიარების შემდეგ, პოლანსკი 42 დღის განმავლობაში იხდიდა სასჯელს ციხეში. ამის შემდეგ კი გაიქცა აშშ-დან.
აღსანიშნავია, რომ პოლანსკი დღემდე ემალება ამერიკის სასამართლოს. ახლა 84 წლის პოლანსკი პარიზში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარი აქცენტი სწორედ რომან პოლანსკის პერსონაჟზე გაკეთდება.
|