კატეგორია: ეს საინტერესოა 2018-02-08
პირველად ბავშვთა კვების ბრენდის Gerber-ის სახე გახდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი. ამის შესახებ Time-ი იტყობინება.
კომპანიის ახალი სახე წლინახევრის ლუკას უორენი გახდა, რომელიც კონკურსის 140 ათას მონაწილეს შორის აირჩიეს.
"ლუკასის ღიმილმა ჩვენი გულები დაიპყრო", - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა ბილ პარტიკამ.
კომპანიის რეკლამებში ლუკასს მთელი წლის განმავლობაში გადაიღებენ.
|