კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-02-09
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სოციალურ ქსელებში
ათასობით ქალმა გააკრიტიკა კომპანია Doritos-ი. ათასობით ადამიანმა კი გამოთქვა
მზადყოფნა მისულიყო საპროტესტო აქციაზე, რომელიც Facebook- ის მეშვეობით ქალთა
ორგანიზაციამ Austin NOW- მ დააანონსა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კომპანია Doritos-მა
დააპირა ქალებისთვის სპეციალური ჩიფსები გამოეშვა. როგორც PepsiCo-ს
წარმომადგენელმა, რომელიც Doritos-ის მფლობელია, Freakonomics Radio-სთან
ინტერვიუში თქვა, ქალებს არ სიამოვნებთ საჯაროდ ხმაურიანად ჭამა და არც თითებზე
დარჩენილ ჩიფსის ნარჩენებს ილოკავენ დასვრილი თითებიდან.
ინტერვიუში ინინდრა ნუიმიმ განაცხადა, რომ კომპანია
გეგმავს გამოუშვას ახალი პროდუქტი - Doritos-ი ქალებისთვის, რომელიც ჭამის
დროს ნაკლებად ხმაურიანია.
ინტერვიუს გამოქვეყვების შემდეგ, ქალებმა ვიდეო
ჩაწერეს, სადაც ხმაურიანად ჭამენ ჩიფსს, რითიც გააკრიტიკეს კომპანიის სექსისტური
გადაწყვეტილება.
ამის შემდეგ Doritos-ის Twitter-ის ოფიციალურ
გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა:
"ჩვენ უკვე გვაქვს Doritos-ი ქალებისთვის - მას
Doritos-ი ჰქვია და ის მილიონობით ადამიანს უყვარს".
Doritos-ის წარმომადგენელმა კი მედიასთან განმარტა,
რომ კომპანია არანაირი სპეციალური ჩიფსის გამოშვებას არ გეგმავს.
|