კატეგორია: ეს საინტერესოა 2018-02-09
სოციალურ ქსელებში ვრცელდება პეტიცია, რომლის ავტორებიც ელონ მასკს სთხოვენ ლევან ვასაძის წაყვანას მარსზე.
პეტიცია გუშინ შეიქმნა და მას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
პეტიციის ავტორები ელონ მასკს წერილობით მიმართავენ:
"ელონ,
პირველ რიგში გილოცავ Falcon Heavy-ს მისიას! ეს ჩვენთვის შთამაგონებელი მომენტი იყო და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ.
ჩვენ, ქართველებს გვყავს ერთი ადამიანი ლევან ვასაძე, რომელიც „ბიზნესმენია“ და სექსისტურ და ქსენოფობიურ მესიჯებს ავრცელებს ქვეყანაში. სავარაუდოთ, ის რუსეთიდან ფინანსდება და ეს ჩვენთვის, ყველასთვის, დიდი ტკივილია.
დღეს, მისმა სკოლამ სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააანონსა!!! ჩვენ არ გვინდა ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო, გთხოვ დაგვეხმარე და წაიყვანე მარსზე!
წინასწარ გიხდით მადლობას" - წერია პეტიციაში.
შეხასენებთ, რომ კომპანია Space X-მა ულტრამძიმე გადამზიდავი რაკეტა Falcon Heavy კოსმოსში წარმატებით გაგზავნა. რაკეტა, რომელიც უდიდესი და უმძლავრესი სისტემაა მათ შორის, რაც კი ოდესმე შეუქმნია SpaceX-ს, თან წაიღო მასკის ავტომობილი Tesla Roadster-ი.
ეს გაშვება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ნათლად გამოჩნდება, თუ როგორ შეუძლია ამ კომპანიას ერთ მშვენიერ დღესაც კოსმოსში გაიყვანოს ადამიანები და გაიტანოს სხვადასხვა სახის ტვირთი.
|