კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-02-14
ერევანში უხუცესთა საბჭოს სხდომაზე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიისა და ოპოზიციური ფრაქციის, „ერკირ ცირანის“ წევრები. ამის შესახებ ინფორმაციას News.am.-ი ავრცელებს.
ოპოზიციის წარმომადგენელმა მარინე ხაჩატრიანმა სხდომაზე ბოთლით მიიტანა ერევნის გარეუბან ნუბარაშენში აღებული კანალიზაციის წყალი და სცადა მისი გადაცემა ერევნის მერისთვის, ტარონ მარკარიანისათვის.
თავის მხრივ, სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ყველანაირად ეცადეს, რომ ხელი შეეშალათ ხაჩატრიანისთვის. შედეგად, წყალი მერის მაგიდაზე დაიღვარა და უკანასკნელი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ადგილი.

რესპუბლიკელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზიდან. უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა კი რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახეში მარინე ხაჩატრიანს. ასევე ძალა იქნა გამოყენებული ჟურნალისტების წინააღმდეგაც.
|