კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-02-14
ხმაურიანი სკანდალის გამო, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამის" დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. 2011 წელს, ჰაიტიზე ჰუმანიტარული მისიის დროს, ორგანიზაციის თანამშრომლები აწყობდნენ შეკრებებს არასრულწლოვანი სექს- მუშაკების მონაწილეობით.
მისიის თანამშრომლებს, მათ შორის, ოქსფამის რეგიონალურ ხელმძღვანელს, ბრალად ედება, ორგანიზაციის მიერ დაქირავებულ ვილაზე, იმპროვიზირებული ბორდელის შექმნა, სადაც ოქსფამის მაისურებში გამოწყობილი არასრულწლოვანი სექს - მუშაკები მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ, ჰაიტიზე 200,000-დან 300 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

საინტერესო ისაა, რომ ოქსფამის ხელმძღვანელობამ იცოდა ამის შესახებ და მედიისგან ამის დამალვა სცადა. სკანდალის გამო ორგანიზაციამ შეიძლება დაფინანსება დაკარგოს.
გასულ კვირას, Times- მა გამოაქვეყნა ინფორმაცია შვიდი წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ და სტატიაში მოიყვანა მოხსენების ნაწყვეტები, რომელის Oxfam- ის ჰაიტიზე საქმიანობას ეხებოდა. მოხსენება ბრიტანეთის მთავრობის კომიტეტისთვის მომზადდა.
ტექსტის მიხედვით, თანამშრომლებისთვის დაქირავებულ საცხოვრებლებში, იმართებოდა შეკრებები არასრულწლოვანი სექს მუშაკების მონაწილეობით. მოხსენებაში ასევე მოყვანილია პერსონალის შევიწროვებისა და დაშინების შემთხვევებიც.
თავისი რეპუტაციის გადასარჩენათ, Oxfam-ის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა.
თუმცა, სკანდალში მონაწილე Oxfam-ის წევრებს, ყოველგვარი სასჯელის გარეშე, სთხოვეს მხოლოდ წასულიყვნენ ორგანიზაციიდან.
“დღეს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად და ხარისხიანად ეხმარებოდნენ ჰაიტის მოსახლეობას Oxfam- ის თანამშრომლები. ამ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაციას არ გააჩნია მორალური ღირებულებები და მან ვერ შეძლო აუცილებელი ზომების მიღება, დამნაშავეებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ ორგანიზაცია, როგორც ჩვენი პარტნიორი ", - განაცხადა ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა პენი მორდონტმა.
სკანდალის შემდეგ ჰოლივუდის მსახიობი მინი დრაივერი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ოქსფამთან 20 წლიან თანამშრომლობაზე. თავის Twitter- ზე დრაივერმა დაწერა: "ყველაფერი რაც შემიძლია გითხრათ.... განადგურებული ვარ!“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-მი ებრძვის სიღარიბეს მთელს მსოფლიოში. იგი 1942 წელს ბრიტანულ ქალაქ ოქსფორდში დაარსდა. საინტერესოა, რომ ორგანიზაცია ძირითადათ სახელმწიფოების მიერ ფინანსდება. ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერებაზე კი ბრიუსელის შემდეგ კი უკვე ლონდონმა გამოაცხადა.
|