კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-02-19
საუდის არაბეთში, ქალებს მიეცათ უფლება, დაარეგისტრირონ და გახსნან საკუთარი ბიზნესი, კაცი - მეურვის ნებართვის გარეშე. ამ განცხადებას საუდის მთავრობა ავრცელებს.
"მეურვე საჭირო აღარ არის. საუდის ქალებს ახლა თავისუფლად შეუძლიათ დაიწყონ საკუთარ ბიზნესი, "- წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ქალებს საშუალება ექნებათ დაარეგისტრირონ ბიზნესი და შეიტანონ სარეგისტრაციო დოკუმენტები ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით. ეს ნაბიჯი არის პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ახალი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ჩართულობის გაზრდას სახელმწიფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ასე ამ პოლიტიკის ფარგლებში ქალებს უკვე მიეცათ მანქანის ტარების, საფეხბურთო მატჩებზე ყოფნის და გამომძიებლებად მუშაობის უფლება.
|