Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გოგონა, რომელიც წინადაცვეთას გადაურჩა და 15 000 გოგონას დაეხმარა გადარჩენაში

კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-02-23

2016 წლის 6 თებერვალს, ქალთა წინადაცვეთასთან შეუწყნარებლობის საერთაშორისო დღეს, ორგანოზაცია AMREF Health Africa- მ კამპანია "Stop the Cut" დაიწყო.

 

ამ კამპანიის სახე გახდა 25 წლის ნიცა ლენგეტე, მასაის ტომიდან, რომელმაც წამოიწყო ბრძოლა ქალთა წინადაცვეთის საუკუნოვანი ტრადიციის წინააღმდეგ.

 

ენიაში გოგონების წინადაცვეთის რიტუალი აკრძალულია კანონით 2011 წლიდან. თუმცა, ქვეყნის ბევრ რეგიონში ეს ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ ვერც ერთი კანონი ვერ შეაჩერებს ამ სასტიკ პრაქტიკას, მაშინაც კი, როცა ამის გამო მოსახლეობას პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

 

ნიცა დაიბადა კენიის ერთ–ერთ რეგიონში, კილიმანჯაროს მახლობლად, მასაის ტომის სოფელ კიმანაში. ორივე მშობლის გარდაცვალების შემდეგ 1998 წელს ნიცა და მისი და  დეიდამ შეიფარა. როდესაც 8 წლის გახდა, მას სახლიდან გაქცევა მოუწია, რათა წინადაცვეთა თავიდან აეცილებინა, მაგრამ მან ვერ შეძლო დახმარებოდა თავის დას.

 

 

 

წინადაცვეთის რიტუალი მასაის ეთნიკური ჯგუფისთვის "დღესასწაულია", რომელიც გოგონებს ქალებათ აქცევს.

 

 

 

დის ამბავმა გადააწყვეტინა ნიცა ლენგეტეს დაეხმაროს სხვა გოგონებს– მასაის. ის ერთი სოფლიდან მეორეში დადიოდა და უხუცესებთან და გოგონებთან მუშაობდა.

 

იმის გამო, რომ ნიცამ არ გაიარა წინადაცვეთის რიტუალი, მასზე უარი თქვეს ნათესავებმა და მეზობლებმა. მაგრამ გოგონას ეს არ აშინებდა და ერთ დღეს მასაის ტომების უხუცესთა საბჭოზე, რომელიც კილიმანჯაროს მთის ძირში იმართება, ის პირველი ქალი გახდა კენიის ისტორიაში, რომელმაც მიმართა უხუცესებს და მოითხოვა უარი ეთქვათ წინადაცვეთის ბარბაროსულ ტრადიციაზე.

 

2008 წელს სოფლის უხუცესებმა აირჩიეს ნიცა თავის წარმომადგენლად საბჭოში. მას სიმბოლურად შავი კვერთხი გადასცეს, რომელიც მასაიებში მამაკაცის ძალაუფლებას ნიშნავს.

 

2014 წელს, მასაის ტომების უხუცესთა საბჭომ გადაწყვიტა უარი ეთქვა წინადაცვეთის რიტუალზე, რომელიც კენიაში და ტანზანიაში 1.5 მილიონზე მეტ ადამიანზე ვრცელდებოდა.

 

საერთო ჯამში, ნიცა დაეხმარა 15 000 გოგონას წინადაცვეთა აეცილება თავიდან და ჩართო ისინი სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სასწავლო პროგრამებში.

 

ნიცა ლენგეტემ დაამთავრა უნივერსიტეტი ჯანდაცვის მართვის სფეროში ბაკალავრის ხარისხით და გახდა ორგანიზაცია AMREF–ის პროექტების კოორდინატორი კენიაში.

 

 

მან საერთაშორისო აღიარებასაც მიაღწია. ნიუ-იორკში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც კლინტონის გლობალური ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა, ნიცა სიტყვით გამოვიდა და თავის მისიის შესახებ მთელ მსოფლიოს უამბო, ახალგაზრდა ქალი აფრიკელი ლიდერებისთვის მანდალას სტიპენდიის მფლობელიც გახდა.

 

 

 

 

 


ტეგები: მასაი წინადაცვეთა კენია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker