კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-02-23
სლოვაკეთმა უარი თქვა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიცირებაზე.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განაცხადების მიხედვით, კონვენცია ეწინააღმდეგება ქვეყნის ქორწინების კონსტიტუციურ განმარტებას.
"კონვენცია ოჯახში ქალებისა და კაცების ე.წ. ტრადიციული როლების აღმოფხვრას უწყოფს ხელს, როც ჩემში დიდ ეჭვს ბადებს. თუ კონვენციის დებულებაში არ იქნება ქორწინების განსაზღვრა, როგორც მამაკაცისა და ქალს შორის კავშირი, მე არასოდეს დავეთანხმები რატიფიკაციას" , - თქვა ფიცომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთის კანონმდებლობაში შეტანილი იქნება დოკუმენტის ზოგიერთი ელემენტი. "ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ნორმატიულ აქტს, რათა დავიცვათ ქალები ძალადობისგან და გავხადოთ ჩვენი კანონმდებლობა ევროპული დონის ", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სლოვაკეთის პარლამენტმა შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის, რამაც უფლებადამცველი ჯგუფების პროტესტი გამოიწვია ქვეანაში. გასულ კვირას, ბულგარეთმა, რომელიც ახლა ევროკავშირს ხელმძღვანელობს, ასევე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.
2011 წელს სლოვაკეთის მთავრობამ ხელი მოაწერა სტამბულის კონვენციაზე და შემდეგი ნაბიჯი რატიფიცირება იქნებოდა. დოკუმენტი მოიცავს 81 მუხლს და რატიფიცირებულია 28 ქვეყნის მიერ, მათ შორის საქართველოცაა. 45 ქვეყნას კი დოკუმენტზე ხელი აქ მოწერილი. |