კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-03-01
100-ზე მეტმა ფრანგმა მსახიობმა და კინემატოგრაფისტმა შექმნა მოძრაობა Now we act, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლას. მოძრაობას შეუერთდნენ ცნობილი მსახიობები: ვანესა პარადი, ჯული გაიე და დიანა კრიუგერი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters–ი ავრცელებს.
მსახიობებმა უკვე დაიწყეს კამპანია, რომელიც მოძრაობის განვითარებისთვის ფულის შეგროვებას ითვალისწინებს და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. ახლად დაფუძნებული მოძრაობის წევრები გამოიყენებენ თეთრ ლენტებს French awards–ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც მალე საფრანგეთში გაიმართება. ქალები საკუთარი ლოზუნგებით გამოვიდნენ და ქალთა პატივისცემის მოთხოვნით ღია წერილი გამოაქვეყნეს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში, ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი იმ 100 ქალს შორის იყო, რომლებიც კამპანია #MeToo-სა და Time's up-ს აკრიტიკებდნენ და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ტოტალიტარიზმს ადარებდნენ.
დენევი და მისი მომხრეები ჰარვი ვაინშტაინსა და სხვა ბრალდებულებს ამართლებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ზედმეტადაც კი დაისაჯნენ.
|