კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-03-14
ისტორიაში პირველად, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო
სააგენტოს (CIA) დირექტორი ქალი იქნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაპოსტა.
ტრამპის თქმით, ჯინა ჰასპელი CIA-ს უხელმძღვანელებს,
ყოფილი დირექტორი მაიკ პომპეო კი სახელმწიფო მდივნის პოზიციას დაიკავებს და რექს
ტილერსონს ჩაანაცვლებს.
ჯინა ჰასპელი CIA- ში 1985 წლიდან მუშაობს. 2002
წელს ჯინა ჰასპელი ტაილანდის ციხეში ტერორიზმში ბრალდებული პირების წამებას
დაესწრო. მოგვიანებით კი წამების ამსახველი ვიდეომასალა გაანადგურა.
მოგვიანებით, ჰასპელი გახდა CIA-ს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი და
2013 წელს - ეროვნული საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
2017 წლის თებერვალში ტრამპმა ჯინა ჰასპელი დანიშნა მაიკლ პომპეოს მოადგილედ.
ჰასპელი ვეტერანია და კოლეგებში დიდი პატივისცემით სარგებლობს.
|