კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-03-14
გერმანიაში, ქვეყნის მთავრობის შექმნის პროცესში, ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაისვა.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. მას 364-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ახალ კოალიციურ მთავრობაში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, მათი მოკავშირე ქრისტიან-სოციალისტები და სოციალ-დემოკრატები შევლენ.
შეთანხმების მიხედვით, სოციალ-დემოკრატები ექვს სამინისტროს გადაიბარებენ.
ანგელა მერკელი კანცლერის პოსტს 12 წელზე მეტია, 2005 წლიდან იკავებს.

|