კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-03-15
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან მოეწყო ფართომასშტაბიანი აქცია ამერიკაში იარაღის თავისუფალი მიმოქცევისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
საერთაშორისო ორგანიზაციის Avaaz-ის აქტივისტებმა, სიმბოლურად, ბავშვების 7000 წყვილი ფეხსაცმელი დაალაგეს ბალახზე. ფეხსაცმელების რაოდენობა გამოხატავს 2012 წლიდან მოყოლებული აშშ-ს სკოლებში იარაღის ჭრილობების შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობას.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, კონექტიკუტის ქალაქ ნიუთაუნში მოხდა მასიური სროლა Sandy Hook-ის დაწყებით სკოლაში, რასაც ასობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
ამერიკაში ხშირია სკოლებში თავდასხმები. ამ საზარელ დანაშაულს ასობით ბავშვი ეწირება. სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ თავდასხმის შემთხვევაში.
14 მარტს, აშშ-ს ყველა სკოლაში 17 წუთით შეჩერდა გაკვეთილები. ასეთი ფორმით პატივი მიაგეს 17 ბავშვის ხსოვნას, რომელიც ერთი თვის წინ "მარჯორი სტოუნმან დუგლასის" სკოლაში დაიღუპა.
|