კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-03-15
არგენტინის პარლამენტში, სხვადასხვა პარტიიდან ათეულობით დეპუტატმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აბორტის ლეგალიზებას ქვეყანაში.
"კონგრესის ქვედა პალატის 70-მდე დეპუტატმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც არგენტინაში ქალებს მისცემს უფლებას შეწყვიტოს ორსულობა პირველი 14 კვირის განმავლობაში", - ნათქვამია მოხსენებაში.
არგენტინაში, ისევე, როგორც სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, აბორტის გაკეთების უფლება იძლევა კონკრეტულ შემთხვევებში, როგორიცაა გაუპატიურება ან დედის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. თუმცა, ეს მოითხოვს მოსამართლის ნებართვას, რომლის მიღებას შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ელოდო ან საერთოდ არ მიიღო. უფლებადამცველი ჯგუფები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ მდგომარეობას.
თუ კანონპროექტს კონგრესის ქვედა პალატაში მიიღებენ ის დასამტკიცებლად კონგრესის უფრო კონსერვატიულმა, ზედა პალატამ, უნდა დაამტკიცოს.
არგენტინაში კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აბორტის ლეგალიზებას 6 -ჯერ იყო წარდგენილი კონგრესში. თუმცა, ახალი კანონმდებლობის მიღების შანსი გაიზარდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ ამ თემაზე დებატების გამართვის მზაობა გამოხატა.
|