კატეგორია: ეს საინტერესოა 2018-03-19
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 50-მა დედამ 4 წლის შვილებთან ერთად კარაოკე ჩაწერა, სადაც ისინი კრისტინა პერის A Thousand Years-ს მღერიან.
დედები ფეისბუქ ჯგუფის წევრები არიან, რომელშიც ის მშობლები არიან გაწევრიანებულნი, რომელთა შვილებიც დაუნის სინდრომით 2013-2014 წლებში დაიბადნენ.
21 მარტისთვის გადაღებულ ვიდეოში, დედები სიმღერას ნიშნების ენით მღერიან. "გვინდოდა ეს ვიდეო ყველას ენახა და მათთვის გვეთქვა, რომ ჩვენი 4 წლის შვილები სხვა თანატოლებს ჰგავნან და მათ არაფრის გამო შევცვლიდით", - ამბობს ერთ-ერთი დედა BBC-სთან საუბრისას.
ვიდეო რამდენიმე დღეში გავირუსდა და ის თავად მომღერალმა კრისტინა პერიმ გააზიარა.
|