კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-03-20
"სექსი დიდ ქალაქში" -ს ერთ-ერთი მთავარი მსახობი სინტია ნიქსონი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის არჩევნებში იყრის კენჭს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თუ სინტია ნიქსონს აირჩევენ, ის შტატ ნიუ-იორკის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება.
სინტია ნიქსონი დემოკრატიული პარტიის მიერ შტატის გუბერნატორის წარსადგენ პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას.
ნიქსონის არჩევნებში ჩართვის შესახებ, დიდი ხანია კულუარულად საუბრობენ.
პრაიმერში ჩართვის შესახებ 51 წლის მსახიობმა Twitter-ზე დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა: "მე მიყვარს ნიუ-იორკი. სხვაგან ცხოვრება არასდროს მომდომებია, ამიტომ აქ რაღაც უნდა შეიცვალოს", - ამბობს სინტია ნიქსონი.
1998 წლიდან 2004 წლამდე სინტია ნიქსონი HBO-ს სერიალში "სექსი დიდ ქალაქში", ამბიციური ადვოკატის, მირანდა ჰობსის როლს ასრულებდა, რისთვისაც 2004 წელს “ემის” ჯილდო მიიღო.
"ემი" მას დონალდ ტრამპმა გადასცა, რომელსაც ნიქსონი მკვეთრად აკრიტიკებს.
სინტია ნიქსონი ლესბოსელია. ის და მისი მეუღლე, ქრისტინ მარინონი, 2012 წელს დაქორწინდნენ. კრისტინ მარინონი, ლგბტ აქტივისტია. ის ნიუ – იორკის მერთან, დემოკრატ ბილ დე ბლაზიოსთან მუშაობდა და თანამდებობა თებერვალში დატოვა.
ორივე, ნიქსონი და მარინონი, ეხმარებოდნენ დე ბლაზიოს მისი საარჩევნო კამპანიის დროს.
|