Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალმა, რთული დიაგნოზის მიუხედავად, მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კატეგორია: სპორტი 
2018-03-26

ბრიტანელმა პედაგოგმა, კიკო მეთიუსმა (Kiko Matthews), რომელსაც 2009 წელს იშვიათი ენდოკრინული დაავადება (იცენკო-კუშინგის დაავადება) აღმოუჩინეს, მარტომ გადაცურა ატლანტის ოკეანე ნავით და სისწრაფეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

 

თავის მოგზაურობა, კიკო მეთიუსმა 31 იანვარს, კანარის კუნძულებიდან დაიწყო. 50 დღის განმავლობაში, 36 წლის მეთიუსმა 5.5 ათასი კილომეტრი გადალახა და ბარბადოს მიაღწია. ეს 6 დღით უფრო სწრაფია, ვიდრე ქალებს შორის წინა მსოფლიო რეკორდი, რომელიც 2002 წელს ფრანგმა ანა კემერემ (Anne Quéméré) დაამყარა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მეთიუს არასდროს ჰქონია ასეთი მცდელობა და პირველად იჯდა ნავში.

 

 

 

 

მოგზაურობის მიზანი თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციისადმი ყურადღების მიპყროდა იყო. კიკო მეთიუსმა შესძლო შეეგროვებინა 70 ათასზე მეტი ფუნტი სტერლინგი. შემოწირულობები წავა ლონდონის სამეფო კოლეჯის საავადმყოფოში ახალი რეანიმაციული განყოფილების  მშენებლობაზე.

 

2009 წელს კიკო მეთიუსს იცენკო-კუშინგის დაავადება აღმოუჩინეს. 2017 წელს კი მას სიმსივნე დაუდგინეს და ლონდონის სამეფო კოლეჯის საავადმყოფოში ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ სირთულეების გადალახვის შემდეგ მეტიუსი სამსახურიდან წავიდა და საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა.

 

 

 

 

"რვა თვის წინ მე საავადმყოფოში ვიწექი, სადაც ოპერაცია ჩამიტარდა ტვინზე, ახლა კი აქ ვარ და ატლანტის ოკეანეში მივცურავ. მე ვამაყობ ჩემით." - თქვა მეთიუსმა.

ტეგები: კიკო მეთიუსი მსოფლიო რეკორდი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker