კატეგორია: გენდერი კავკასიაში 2018-03-26
“ევროპული საქართველო” ქალთა მიმართ ძალადობის პრევეცნიის, სექსუალური შევიწროებისა და ქონებრივი უფლებების ზრდისთვის საკანონმდებლო წინადადებების ინიცირებას გეგმავს.
ამ საკითხზე პარტიის წარმომადგენლები ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ასევე შეხვედრაზე განიხილეს საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ყოფილი თანამშრომლის მიერ სექსუალურ შევიწროვებაზე გამოთქმული ბრალდებებიც.
"მსხვერპლები, რომლებიც სულ არიან ჩვენ გარშემო არა თუ ხმას იღებენ, შეშინებულები არიან და რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი, სამართლებრივი პროცესი. იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს რა მაღალიც არ უნდა იყოს თანამდებობა, ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ძალადობს ქალზე თუ ნებისმიერ სხვაზე ის იქნება აუცილებლად დასჯილი", - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
|