კატეგორია: მოვლენები  2018-03-27
ტატიანა დარსალია, კემეროვოს მე-17 სკოლაში ინგლისურისა და გერმანული ენის მასწვლებელი და აღმზრდელობით სფეროში დირექტორის მოადგილე იყო. ის , ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა, მაშინ როცა სხვის გადარჩენას ცდილობდა.
როგორც რუსული მედია წერს, 25 მარტს, 37 წლის ტატიანა და მისი 14 წლის ქალიშვილი სავაჭრო-გასართობ ცენტრში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი თვითმხილვევის თქმით, როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ მოახერხა მისი შვილი შენობიდან გაეყვანა. თუმცა, როდესაც გაიგო, რომ შენობის ზედა სართულზე ბავშვები იყვნენ დარჩენილები, მათ გამოსაყვანად ავიდა. თუმცა, იქიდან, გამოსვლა ვერ შეძლო. ძლიერმა ხანძარმა და კვამლმა ამის საშუალება არ მისცა.
მისი ცხედარი უკვე ამოიცნეს ნათესავებმა.
როგორც მისი მოსწავლეები რუსულ მედიასთან აცხადებენ, ტატიანა იყო მასწავლებელი, რომელიც ყველას უყვარდა და რომელიც ახერხებდა მისი საგანი ყველასთვის შეეყვარებინა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. თუმცა, როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, არაოფიციალური მონაცემებით დაღუპულების რიცხვი 200-ზე მეტია.

დღეს კემეროვოში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მოსახლეობა მოითხოვს ხელისუფლებისგან პასუხებს და სიტუაციის განმარტებას. ხანძრის სავარაუდო მიზეზებს შორის ელექტრომოწყობილობის თვითაალება, ან ღია ცეცხლის გამოყენება დასახელდა. 25 მარტი კემეროვოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დღედ გამოცხადდა.
|