კატეგორია: გენდერი კავკასიაში 2018-03-30
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. ერთ–ერთი საკითხი გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნას ეხებოდა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა, გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნას, რომლის მიზანიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობაა.
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის თქმით, საბჭოს მიზანი მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და აქტიური მუშაობა იქნება.
მისივე ინფორმაციით, საბჭომ წელიწადში ერთხელ საკრებულოს უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 დეპუტატიდან მხოლოდ 2 ქალია.
|