კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-04-03
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ახალი კომისარი ჰყავს. საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს თანამდებობა დუნია მიატოვიჩმა დაიკავა. მიატოვიჩი იქნება პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. მან ნილს მუიჟნიექსი შეცვალა. მიატოვიჩის კანდიდატურას მხარი 229-დან 107-მა დაუჭირა.
მიატოვიჩი მანამდე ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისრის ამოცანაა საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვა და ამ სფეროში განათლების მხარდაჭერა. ამ თანამდებობაზე პირი ექვსი წლის ვადით ირჩევა.
დუნია მიატოვიჩი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან შეუდგა.
|