კატეგორია: მოვლენები  2018-04-04
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 93 მომხრე ხმით, არცერთის წინააღმდეგ, იზაბელა ოსიპოვა დაანტკიცა, ხოლო ნინია კაკაბაძეს კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 12 იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარუდგინა.

ნინია კაკაბაძე კი საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა. მის ასარჩევად მინიმუმ 51 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა ნინია კაკაბაძე აქამდე ხუთჯერ დაასახელეს.
|