კატეგორია: განცხადებები  2018-04-10
ქალთა საინფორმაციო ცენტრი 11 აპრილს, ხობში, საკრებულოს შენობაში,11:00–13:00 საათზე, გამართავს შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში.
სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა ადგილობრივ თვითმართველობის დონეზე შემუშავდეს ქალთა საჭიროებებზე მორგებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.
შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესბული პირისთვის!
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.
|