კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2018-04-12
11 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებთან და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას გენდერულ ჭრილში, რომლის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ქალთა საინფორმაციო ცენტრი გენდერულ საბჭოს კონსულტაციებს გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც 7 წევრისგან შედგება. მუნიციპალიტეტის მერიაში კი დაინიშნა მერის რჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.
პროექტის შესახებ:
პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.
|