კატეგორია: ეს საინტერესოა  2018-04-13
2007 წელს, ორი წლის ასაკში, პოლიანა ჰოუკმა ავარიის დროს ფეხი დაკარგა. მან უამრავი ოპერაცია გადაიტანა. თუმცა, გოგონამ ყველა სირთულეს თავი გაართვა, რადგან მას ძლიერი ხასიათი ჰქონდა.

ყოველ წელიწადს გოგონას ორი ფეხის პროთეზი სჭირდება. პოლიანას დედამ მიმართა სამედიცინო ცენტრს ახალი პროთეზისთვის, რომელიც გოგონას ცეკვის საშუალებას მისცემდა. თუმცა, მას უარი უთხრეს და გამოუცხადეს, რომ პროტეზი ძალიან ძვირი იყო. ამის შემდეგ პოლიანას დედამ კამპანია წამოიწყო და დაარწმუნა ბრიტანეთის მთავრობა გამოეყო 1.5 მილიონი ფუნტი სპეციალურ პროთეზებზე, რომლის მეშვეობით ბავშვები შეძლებდნენ სირბილს, ცურვას და ცეკვას.

ყველაზე მეტად, პოლიანას ცეკვა უყვარს და დღეს მისი დახმარებით ასობით ბავშვს აქვს პროთეზი, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას მიიღონ მონაწილეობა სპორტულ თამაშებში, ირბინონ და იცეკვონ.
|
 |